საქმიანი ტურიზმი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ფრინველებზე დაკვირვება

ფრინველებზე-დაკვირვება.jpg

აჭარა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის (Birdwatching). რეგიონი მდებარეობს აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფანში (East Black Sea Flyway) ევროპის, აზიისა და აფრიკის დამაკავშირებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიგრაციულ კორიდორზე. სწორედ ამ უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის, რელიეფისა და კლიმატის წყალობით, ყოველწლიურად, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, აჭარის ცაზე 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი გადაადგილდება.

რეგიონში რეგისტრირებულია 300-ზე მეტი სახეობის ფრინველი, მათ შორის 35-ზე მეტი მტაცებელი ფრინველის სახეობა. ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დააკვირდნენ ქორებს, არწივებს, შევარდნებს, ძერებს, ძელქორებს და მრავალ სხვა იშვიათ სახეობას. ყველაზე პოპულარული სადამკვირვებლო ლოკაციებია სახალვაშო, შუამთა და ჭოროხის დელტა, სადაც სპეციალურად მოწყობილი პლატფორმებიდან შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება პროფესიონალი გიდების დახმარებით.

აჭარა მსოფლიოს მტაცებელი ფრინველების მიგრაციის მესამე უდიდეს კორიდორად მიიჩნევა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის შემდეგ, რაც რეგიონს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორნითოლოგებისთვის, ფოტოგრაფებისა და ბუნების მოყვარულებისთვის.

2012 წლიდან აჭარაში ყოველწლიურად იმართება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც სექტემბრის პირველ ნახევარში ტარდება და ეკოტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება. ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, სპეციალურად მოწყობილი სადამკვირვებლო პლატფორმებიდან, ჭოგრიტებისა და გამოცდილი ორნითოლოგების დახმარებით, დააკვირდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ბუნებრივ მოვლენას. ფრინველებზე დაკვირვება აჭარაში უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც ბუნების სილამაზეს, მეცნიერებასა და ეკოტურიზმს ერთ დაუვიწყარ მოგზაურობაში აერთიანებს.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

ფრიველებზე დაკვირვება 3.jfifფრინველებზე დაკვირვება 1.jfifფრინველებზე დაკვირვება 4.jpgფრინველებზე დაკვირვება 2.jfifფრინველებზე დაკვირვება 9.jpgფრინველებზე დაკვირვება 7.jpgფრინველებზე დაკვირვება 6.jpgფრინველებზე დაკვირვება 5.jpgფრინველებზე დაკვირვება 3.jpgფრინველებზე დაკვირვება 1.jpgფრინველებზე დაკვირვება 4.jpgფრინველებზე დაკვირვება 2.jpg

გაზიარება