კვარიათის სანაპირო
ბათუმიდან 17 კილომეტრით დაშორებული კიდევ ერთი ულამაზესი სანაპიროა კვარიათის სანაპირო. იგი გარშემორტყმულია მთებითა და ტყით. სანაპირო ზოლთან ახლოს გაშენებულია სასტუმროები, ჰოსტელები, რესტორნები, სადაც შესაძლებელია ქართული ტრადიციული კერძების დაგემოვნება და ხედებით და სუფთა ჰაერით დატკბობა. შენობები ისეა განლაგებული მთის ფერდობებზე, რომ ულამაზესი ხედები იშლება შავი ზღვის ჰორიზონტზე, ხოლო მთიდან მომავალი სუფთა ჰაერი განსაკუთრებულ ხიბლს მატებს კვარიათის სანაპიროს.
კვარიათი ნამდვილად მშვიდი გარემოთი გამოირჩევა, სადაც ასევე შეძლებ სხვადასხვა საზღვაო აქტივობებით დაკავებას. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შესანიშნავი აქტივობაა დაივინგი. შენ შეგიძლია დამხმარე მწვრთნელებთან ერთად ჩახვიდე 10-20 მეტრზე შავი ზღვის სიღრმეში. Კვარიათის ზღვის წყალი გამორჩეულია გამჭვირვალობით, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ კარგად დაათვალიერო შავი ზღვის ქვეშა სამყარო, გადაიღო დასამახსოვრებელი ფოტოები და ვიდეოები.
კვარიათის სანაპიროზე მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად შეგიძლია დაისვენო, სადაც დღეს მშვიდად და ლამაზად გაატარებ, საღამოს კი დატკბები ულამაზესი მზის ჩასვლით.