ქედის მუნიციპალიტეტი
მეძიბნას ჩანჩქერი
მეძიბნას ჩანჩქერი
აჭარის წყალუხვობის ერთ-ერთი მაგალითია ჩანჩქერი მეძიბნა, რომელსაც ადგილობრივები ეძახიან “გოდერძის ჩანჩქერს”. იგი მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში..
ჩანჩქერის სიმაღლე წყლის დონიდან დაახლოებით 30 მეტრია. ჩანჩქერთან მოსახვედრად ქედიდან, საავტომობილო გზის 10 კილომეტრი უნდა გაიარო, ხოლო საფეხმავლო ბილიკის 500 მეტრი. ჩანჩქერთან საფეხმავლო ბილიკები მოპირკეთებულია და მოაჯირებით არის დაცული, რაც თავის მხრივ აადვილებს სიარულს.
ულამაზესი ჩანჩქერი გადმოედინება კლდეზე და ის მოქცეულია მრავალ ხეს შორის. მეძიბნას ჩანჩქერი მის წინ წარმოქმნის პატარა აუზსს, რაც მას უფრო საუცხოოს და წყალუხვს ხდის. ასევე საინტერესო ფაქტია ის, რომ ჩანჩქერის უკან კლდეში არის ბუნებრივი გამოქვაბული, სადაც 10-მდე ადამიანს შეუძლია მოთავსება.