მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოვების ცერემონიის მასპინძელი ქალაქი ბათუმი
წელს ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
წელს ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიების, ევროპის გალა ცერემონიას აჭარა უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში ბათუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები, სასტუმროები, ტურსააგენტოები, ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ეწვევიან.
2023 წლის განმავლობაში ბათუმის, როგორც World Travel Awards -ის მასპინძელი ქალაქის პოზიციონირება, ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ყველა მარკეტინგულ კამპანიაში განხორციელდება. World Travel Awards-ის ყველა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ევროპის გარდა სხვა კონტინენტებზეც გაიმართება, ბათუმი ევროპელი პარნტნიორის სტატუსით იქნება მოხსენიებული.
World Travel Awards-ის 1993 წლიდან იმართება, როგორც მოგზაურობის, ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ყველა საკვანძო სექტორში საუკეთესოების გამოვლენისა და დაჯილდოვების ცერემონია. მასზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი, კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები. დღეს, World Travel Awards- ის ბრენდი გლობალურად არის აღიარებული, როგორც ტურიზმის ინდუსტრიის ბრწყინვალე წარმომადგენლების გამოვლენის შესაძლებლობა.
ყოველწლიურად World Travel Awards-ის გალა დაჯილდოვების ღონისძიებები მოიცავს მთელს მსოფლიოს, რათა გამოავლინოს თითოეულ კონტინენტზე საუკეთესოები. გამარჯვებულები კი ერთმანეთს გრანდიოზულ ფინალში ხვდებიან.
World Travel Awards გალა ცერემონიები განიხილება, როგორც საეტაპო მოვლენები მოგზაურობის კალენდარში, რომელსაც ესწრებიან ტურიზმის ინდუსტრიაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღები პირები და საერთაშორისო მედია. პროგრამა, მისი გამარჯვებულები და მისი სპონსორები გლობალურად არიან წარმოდგენილი სოციალურ მედიაში.
რაც შეეხება 2023 წლის ღონისძიების მასპინძელ ბათუმს, მან ტურიზმის „ოსკარი“ როგორც სწრაფა მზარდმა ტურისტული მიმართულებამ უკვე არაერთხელ მოიპოვა. ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული პირველად 2019 წელს მიიღო. მაშინ World Travel Awards-ის ჯილდოს მფლობელი პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე გამოვლინდა. ბათუმის კონკურენტები იყვნენ სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვენია), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია). 2020 წელს ამ არაჩვეულებრივმა ქალაქმა შეძლო ჯილდოს შენარჩუნება. ეს ღონისძიება პანდემიის გამო ონლიან ჩატარდა.
გასულ წელს ევროპის შემდეგ ბათუმი უკვე მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზე იყო წარდგენილი. „World Travel Awards“-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ამჯერად ბათუმს მსოფლიოს მასშტაბით საფრანგეთის, იაპონიის, კოლუმბიის, მექსიკის, ლაოსის, ურუგვაის, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტულ ქალაქებთან უწევდნენ კონკურენციას.