საქმიანი ტურიზმი

გოდერძის სათხილამურო კურორტი - მთის მაღალი მწვერვალები ზღვასთან ახლოს

გოდერძი 91.png

საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სამთო-სათხილამურო კურორტი — უხვი თოვლით, ალპური მდელოებითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

გოდერძი 78.png

აჭარის რეგიონი გამორჩეულიია ზამთრის კურორტებით, მთის შესანიშნავი კერძებითა და  ალპური სათხილამურო ადგილებით. აჭარის მაღალმთიან სოფლებში, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ავთენტური კულინარული კერძები, ესტუმროთ  მთის ქოხებს  და ისიამოვნოთ თვალწარმტაცი ხედებით.

აჭარის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობამცირე კავკასიონსადა შავ ზღვას შორის წარმოადგენს რელიეფის საუკეთესო კომბინაციას. ზღვაზე წარმოიქმნება დაბალი წნევის ზონები, რომლებიც ქმნიან თოვლის ჭარბ რაოდენობას და აწვდიან მცირე კავკასიონის მთიან ზოლსზღვის სიახლოვე მაღალ მწვერვალებთან უზრუნველყოფს უხვი თოვლის წარმოქმნას ნოემბრის თვიდან მარტის ბოლომდე.

აჭარის მაღალმთიანეთი განსაკუთრებით მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის ვისაც უყვარს მთები, იტაცებს თხილამურებით სრიალი ან სნოუბორდი. აქ ყველაზე მაღალი მწვერვალები დაახლოებით 3000 მეტრს აღწევს. სრულიად ხელუხლებელ მთიან ლანდშაფტი გელოდებათ გოდერძის სათხილამურო კურორტის სახით, სადაც დაგხვდებათ საუკეთესო სათხილამურო ტრასა. სათხილამურო სეზონი კურორტ გოდერძიზე მარტის ბოლომდე გრძელდება.

გოდერძის სათხილამურო კურორტი ბათუმიდან 110 კმ-ში, დაახლოებით 3 საათნახევრის სავალ მანძილზე მდებარეობს, შავი ზღვის სიახლოვის შედეგად, გოდერძის სათხილამურო კურორტზე  ჭარბი თოვლი მოდის, ხშირად 2-3 მეტრამდე. კურორტი გთავაზობთ ორი სხვადასხვა სირთულის 6 ადგილიან  ბაბლის ტიპის და 8 ადგილიან გონდოლას ტიპის საბაგიროებს, ლამაზ ფერდობებსა და შესანიშნავ სათხილამურო პირობებს.

საბაგიროთი ასვლის გარდა, შეგიძლიათ სცადოთ კეიზბორის მანქანის დახმარებით იგივექეთ სქი“ (CAT SKI) სრიალი. კურორტმა გოდერძიმ საქართველოში პირველმა დანერგა სრიალისთვის კეიზბორის მანქანის გამოყენება.

თუკი ზამთარი ბათუმში ზომიერი ჰავითა და ტემპერატურით გამოირჩევა, მთიან აჭარაში იგი საკმაოდ მკაცრი და ჭარბთოვლიანია. თოვლი აქ გვიან გაზაფხულამდე ნარჩუნდება. მაღალმთიანი აჭარა უხვთოვლიანობით გამოირჩევა, რაც საოცრად მიმზიდველია წლის ამ პერიოდში. ზამთრის კურორტებზე დასვენების მოყვარულებისთვის, თეთრი, ფაფუკი თოვლისა და სუფთა ჰაერის გარდა, კურორტიგოდერძიმათ ზამთრის ფესტივალებითაც ანებივრებს.

გოდერძის ცენრალური ტერიტორიის ირგვლივ განლაგებული კვების ობიექტები მყუდრო გარემოს ქმნიანაქვე იმართება ზამთრისთვის დამახასიათებელი სპორტული აქტივობები და შეჯიბრებები, სტუმრების სასიამოვნო განწყობაზე კი, მთელი დღის განმავლობაში  მომღერლები. საღამოს საათებში ელექტრონული მუსიკის დრო დგება, რომელსაც ადგილობრივი დიჯეების შესრულებით.

გალერია

Goderdzi-Mod.jpgგოდერძი 61.pngგოდერძი 6.jpgგოდერძი 5.jpgგოდერძი 71.pngგოდერძი 31.pngგოდერძი 91.pngგოდერძი 7.jpgგოდერძი 4.jpgგოდერძი 1.jpgGoderdzi (3).jpgDJI_0891.jpgGoderdzi Ski.jpgგოდერძი 78.pngგოდერძი 77.pngგოდერძი 81.pngგოდერძი 31.pngგოდერძი 51.pngGoderdzi.jpgგოდერძი 7.jpgსაბაგირო.jpgგოდერძი 3.jpg

გაზიარება