საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

ვარჯანაულის თაღოვანი ხიდი

ვარჯანაულის თაღოვანი ხიდი 1..jpg

თაღოვან ხიდებს შორის ყველაზე გამორჩეული და დახვეწილი ხიდია ვარჯანაულის თაღოვანი ხიდი, რომელიც გამოირჩევა თავისი ნაგებობით სხვა  XI-XII საუკუნეში ნაგები ხიდებისგან. ვარჯანაულის ხიდი მიეკუთვნება არქიტექტურული ხელოვნების აყვავების პერიოდს და ითვლება რუსთაველის ეპოქის ძეგლად. მას სხვაგვარად, ასევე თამარის ხიდს უწოდებენ. 

ხიდი მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში. ეს თაღოვანი ხიდი სხვა უმეტესი ხიდებისგან განსხვავებით იმით გამოირჩევა, რომ ის ზომაში დიდია, ფართო და მაღალი. მას მკვეთრად გამოხატული ნახევარ წრიული ფორმის თაღი აქვს. მისი აგების განსხვავებული ტექნიკა მდგომარეობს ნათალი კვადრატული ფორმის ქვებით, როგორც ხიდის ასევე მისი ნაპირების აგებულობა და მოპირქეთებაში. 

ვარჯანაულის თაღოვან ხიდს 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად.  მიენიჭა ეროვნული მნიშნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

გაზიარება