საქმიანი ტურიზმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

გონიოს სანაპირო

გონიო.jpg

ბათუმიდან 15 კილომეტრის დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს, გონიოს ზღვისპირა სანაპიროა. გონიოს სანაპირო სუფთა და გამჭირვალე წყლით გამოირჩევა, ამიტომ, ეს ღრმაფსკერიანი ტერიტორია დაივინგის მოყვარულებისთვისაც საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველია.

გონიოს სანაპირო ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც კარგად განტვირთვას, მზის აბაზანების მიღებას და შავი ზღვის წყლით გაგრილებას შეძლებთ. გონიო-კვარიათში საკურორტო ზონის შესაფერისი, კარგად გამართული ინფრასტრუქტურაა. სანაპიროები კეთილმოწყობილია. მრავლადაა კაფეები, ბარები და მაღაზიები. ბოლო წლებში  უამრავი სასტუმრო და ჰოსტელი აშენდა, რომელთაგან უმრავლესობა ზღვის ნაპირთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და  ხედებით გამოირჩევა, ზოგიერთი მათგანი კი ფერდობებზეა გაშენებული და პანორამული ხედები ზღვასა და ქალაქზე შთამბეჭდავია.

გონიოს შესასვლელთან ანტიკური ხანის ძეგლი, გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე დგას, რომელიც რესტავრირებულია და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ უძველეს ნაგებობას წარმოადგენს.

გონიოს სანაპირო სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა.  სანაპირო ზოლი ზღვასა და მთას შორის არის მოქცეული, რის გამოც, ამ ტერიტორიაზე განსაკუთრებული ჰავა იქმნება, რაც ნებისმიერი დამსვენებლისთვის სასარგებლოა. განსაკუთრებით კარგია აქ დასვენება ნერვული სისტემისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.

გონიოს კამკამა სანაპირო გელით თქვენი ახალი საზაფხულო თავგადასავლებისთვის!

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

გონიოს სანაპირო 2.jpgგონიო 114. გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე.jpgგონიო 10გონიოს ციხე.jpgგონიო.jpg

გაზიარება