საქმიანი ტურიზმი
ქედის მუნიციპალიტეტი

მახუნცეთის ჩანჩქერი

მახუნცეთის ჩანჩქერი ქოვერი.jpg
easy

მახუნცეთის ჩანჩქერი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მონახულებადი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. იგი მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახუნცეთში, ბათუმიდან დაახლოებით 30 კილომეტრის დაშორებით, მდინარე აჭარისწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ჩანჩქერი დაახლოებით 50 მეტრის სიმაღლიდან ეშვება და ულამაზეს კლდოვან ფერდობზე ჩამოდინებული წყლის ნაკადით შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ჩანჩქერი გარშემორტყმულია მწვანე ტყითა და ბუნებრივი ლანდშაფტებით, რაც წლის ნებისმიერ სეზონზე განსაკუთრებულ გარემოს ქმნის.

ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილია და ვიზიტორებს კომფორტული დასვენების შესაძლებლობას სთავაზობს. სულ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს XII საუკუნის ისტორიული თამარის თაღოვანი ხიდი, რის გამოც ეს ადგილი ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ შერწყმას წარმოადგენს. აქვე შესაძლებელია ზიპლაინით დაშვება, ჯომარდობა მდინარე აჭარისწყალზე, ადგილობრივი ხელნაკეთი სუვენირების შეძენა და ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნება.

მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ლოკაციაა აჭარაში, სადაც ბუნების სილამაზე, ისტორიული ძეგლები და სათავგადასავლო აქტივობები ერთ სივრცეში იყრის თავს და ვიზიტორებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

მახუნცეთის ჩანჩქერი ქოვერი.jpgმახუნცეთის ჩანჩქერი 1.jpgმახუნცეთის ჩანჩქერი 10

გაზიარება