საქმიანი ტურიზმი
ბათუმი

ნურიგელის ტბა

ნურიგელი ტბა 1.jpg
easy

ნურიგელის ტბა ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკრეაციული სივრცეა. ბუნებრივი წარმოშობის ტბა მდებარეობს ბათუმის ცენტრალურ პარკში (6 მაისის პარკი), რომელის მშენებლობა დაახლოებით 130 წლის წინ დაიწყო და ქალაქის ერთ-ერთი უძველესი პარკია. ტბა ზღვის დონიდან 0,2 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მისი სიღრმე 8 მეტრია და ძირითადად მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. ნურიგელის ტბა მდიდარია თევზით, მათ შორის ბინადრობს კეფალი, კობრი, სქელშუბლა და სხვა სახეობები. ტბას არაერთი ლეგენდა და ისტორიული მოვლენა უკავშირდება. 1947 წელს აქ პირველი სამგზავრო ნავი „პიონერი“ ჩაუშვეს, ხოლო 1988 წელს მას ნავი „აისი“ შეემატა.

ვიზიტორებს შეუძლიათ კატამარანით ან ნავით გასეირნება ნურიგელის ტბაზე. ტბის სანაპიროზე გაშენებული 165 000 კვადრატული მეტრის ფართობის ბათუმის ცენტრალური პარკი აერთიანებს სასეირნო ბილიკებს, საბავშვო გასართობ სივრცეებს, კაფეებსა და დასასვენებელ ზონებს. ტბის სიახლოვეს პარკში ასევე განთავსებულია ბათუმის დელფინარიუმი და აკვარიუმი. პარკის მთავარ შესასვლელს ამშვენებს ისტორიული ბერძნული სტილის კოლონადები.

დამატებითი და პრაქტიკული ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს ან დაუკავშირდით ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს:

🌐 VISIT AJARA
📞 +995 577 90 90 93
📞 +995 577 90 90 91

გალერია

1. ცენტრალური პარკი.jpgბათუმის ცენტრალური პარკი 2.jpgნურიგელი ტბა 1.jpgნავით გასეირნება ნურიგელის ტბა 1.jpg

გაზიარება