საქმიანი ტურიზმი
ხულოს მუნიციპალიტეტი

მწვანე ტბა

მწვანე ტბა 1.png

აჭარის წყალუხვი ლოკაციებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ალპური ტბებიდან მწვანე ტბაა. მას უამრავი ტურისტი სტუმრობს. იგი მდებარეობს ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილის სიახლოვეს. მწვანე ტბა ზღვის დონიდან 2058 მეტრ სიმაღლეზეა.  

ტბა საკმაოდ სუფთა და კამკამაა, ის მსუბუქად მინერალიზირებულია.
ასევე საინტერესო ფაქტია ის, რომ მას დღის განმავლობაში მწვანე ფერი აქვს, ხოლო საღამოს მოახლოებისას იცვლის ფერს ამინდის შესაბამისად.

ტბასთან მისვლა შესაძლებელია, როგორც ავტომობილით, ასევე
საფეხმავლო გზით. მიმდებარე არეალებში შესაძლებელია დასვენება, პიკნიკისა და ლაშქრობის მოწყობა, კარვების გაშლა, დაბანაკება და ღამის გათენება. ასევე, ერთ-ერთი მთავარი აქტივობა, რაც შეგიძლია გააკეთო არის ტბაში ნავით გასეირნება.

გაზიარება