გულების ციხე
ქედის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა გულების ციხე, რომელიც მდებარეობს სოფელ გულებში. ის როგორც სხვა დანარჩენი ციხე-სიმაგრეები წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობას, რომლებსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ.
ციხე აგებულია XII-XIII საუკუნეებში. მისი ადგილმდებარეობა საკმაოდ ხელსაყრელია იმისათვის რომ ციხეს თავისი ფუნქცია შეესრულებინა. გულების ციხე დგას მაღლობზე, საიდანაც იშლება ხედი და შესაძლებელია ვრცელი ტერიტორიის აღქმა. ციხის ფართობი ძველად შეადგენდა 70-80 მეტრ კვადრატს, თუმცა დღეს დღეობით შემორჩენილია მისი მცირე ნაწილი. როგორც უმეტესს ციხეს მასაც მისასვლელი აქვს მხოლოდ ერთი მხრიდან -დასავლეთიდან. აქ ასვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ ვიწრო კლდოვანი გზის გავლით, რაც მას რთულად მისადგომს ხდიდა და სავარაუდოდ დამცველობითი ფუნქციაც ჰქონდა.
ციხის დასავლეთ ნაწილში შეგხვდება სამი ლამაზად გამოკვეთილი სათოფური. კიდევ ერთი საერთო გულების ციხეს სხვა ციხეებთან აქვს მასში მოთავსებული დამატებითი სართული, თუმცა ის ჩვენამდე ვერ შემორჩა.