საქმიანი ტურიზმი
ქედის მუნიციპალიტეტი

ზენდიდის ციხე

ზენდიდის ციხე 1..jpg

ხეობების ცენტრალური სავაჭრო გზების კონტროლისთვის აგებული კიდევ ერთი შესანიშნავი ციხე-სიმაგრეა ზენდიდის ციხე, რომელიც მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზენდიდში.ზენდიდის ციხე ჩრდილოეთის მხარეს გადაჰყურებს ქედის რაიონულ ცენტრს და როგორც სხვა ციხეები მასთან მისასვლელი ადგილი ძნელად მისაწვდომ გზას ქმნის. იგი შემოსაზღვრულია ტყით. სამწუხაროდ მისი აგების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ იგი აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ძალზედ საინტერესო ფაქტია ის, რომ ზენდიდის ციხე აგებულია საცხოვრებელი სახლის ტერიოტიაზე. ეზოს ძველი ციხის გალავანი მთლიანად გარს აკრავს. ამჟამად ტერიტორია და საცხოვრებელი სახლი განეკუთვნება ადგილობრივ მაცხოვრებელ ბეჟანიძეების საგვარეულოს.

ზენდიდის ციხე-გალავნის ფართობი მოიცავს 6000 მეტრ კვადრატს. ამ ტერიტორიაზე შემორჩენილია ზღუდის კედლები, კოშკები, კარიბჭეები და სხვადასხვა სახის ნაგებობები.

გაზიარება