საქმიანი ტურიზმი
ხულოს მუნიციპალიტეტი

ციხისყელი-ვარციხის კომპლექსი

ციხისყელი3.jpg

ციხისყელი არის ერთ-ერთი შემორჩენილი ისტორიული ძეგლი, რომელიც სრულიად ჩაფლულია ტყეში და სიმწვანეში. ის ხულოს კულტურულ მემკვიდრეობის ნაწილში შედის. ციხისყელი მდებარეობს სოფელ ხიხაძირში, მდინარე სხალთის ხეობაში.

ციხის არქიტექტურული მონაცემების მიხედვით ის დაახლოებით თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. ისტორიის თანახმად იგი დიდხანს ფუნქციონირებდა, თუმცა ოსმალური შემოსევების შემდეგ მხოლოდ ნანგრევები შემორჩა.

ციხეების უმეტესობას აჭარაში ჰქონდა სტრატეგიული ფუნქცია, სწორედ ამიტომ ყველა და მათ შორის ციხისყელი გაშენებული მთის ფერდობზე, საიდან კარგად მოსჩანს სავალი გზები, სხალთისწყლის ხეობა, არსიანისა და შავშეთის მთები. მას ასევე გააჩნდა თავდაცვითი ფუნქციაც. რადგან ძველად საფრთხის მოახლოებისას ნიშანს უგზავნიდნენ ერთი ციხიდან მეორეში. 

ციხის მთავარ ნაწილს და ფორმას მისი გალავანი განსაზღვრავს. გალავანი მიუყვება გორაკის ფორმას, შესაბამისად ის კარგად და მოხერხებულადაა ფერდობზე ჩამჯდარი.

გალერია

ციხისყელი3.jpgციხისყელი2.jpgციხისყელი.jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება