საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

კავიანის ციხე

კავიანის ციხე 2..jpg

აჭარის სოფელ ხიჭაურში მდებარე კავიანის ციხე ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც უნდა ესტუმრო. იგი კონკრეტულად მდებარეობს მდინარე ჭვანისწყლისა და აჭარისწყლის შესართავის მარცხენა მხარეს. ციხის კედლები შემორჩენილია და ის ორი განყოფილებისგან შედგება. არექეოლოგების ვარაუდით პირველი განყოფილება სამსართულიანი უნდა ყოფილიყო და სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა, უფრო კონკრეტულად კი სათავსოებს წარმოადგენდა. ამაზე კი მეტყველებს ჩვენამდე მოღწეული ფოსოები. ნაგებობის კედელში შემორჩენილია ორი დატანებული სარკმელი. ციხის ნაწილში შემორჩენილია სწორკუთხა ფორმის ორმო, რომელიც კირითაა შელესილი.

ციხის მეორე განყოფილებაში კარგად არის შემონახული არაწესიერი მართკუთხა ფორმის კოშკი, რომელიც სავარაუდოდ ასევე სამი სართულისგან შედგებოდა. კოშკის ამ ნაწილში ასევე შეგხვდება სარკმელები. კავიანის ციხის დასავლეთ ეზოს კედელი შედარებით უკეთ არის ჩვენამდე შემორჩენილი. ამ კედლის სიგრძე 7.1 მეტრია, ხოლო სიმაღლე 5 მეტრი. წყობაში გამოყენებულია რიყის ქვები, ნაგებია ფლეთილი ქვებით, სავაურადოდ იმ პერიოდისთვის მსგავს ტექნიკას ხშირად იყენებდნენ.

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება