საქმიანი ტურიზმი
შუახევის მუნიციპალიტეტი

ნიგაზეულის ციხე

ნიგაზეულის ციხე 4..jpg

სოფელი ნიგაზეული შუახევის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან  80კმ-ში, ზღვის დონიდან 560 - 1 100 მეტრის სიმაღლეზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მდებარეობს. სოფლის ტერიოტირაზე არის უამრავი ტურისტული ლოკაცია მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო ლოკაცია არის ნიგაზეულის ციხე. იგი განლაგებულია ზღვის დონიდან 800 მეტრ სიმაღლეზე. ციხე-გალავნის ფართობი 4000 მეტრ კვადრატია. გალავანი გარშემო შემოსაზღვრულია სიმწვანით და აქედან იშლება ულამაზესი პანორამული ხედი.

ნიგაზეულის ციხე გალავანი XVIII საუკუნის დასაწყისში არის აგებული ეროვნული გმირის - სელიმ ხიმშიაშვილის მიერ. ნიგაზეული მთიანი აჭარის მდიდარი ისტორიის გადმონაშნია და ის სწორედ მმართველი ხიმშიაშვილების საგვარეულო სოფელია. სოფელში ციხე-გალავნის გარდა ასევე არსებობს ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმი და საფლავი.

ციხის მშენებლობის ავტორის სახელზე სოფელში იმართება სახალხო დღესასწაული “სელიმობა”.

გალერია

ნიგაზეულის ციხე 1..jpgნიგაზეულის ციხე 2..jpgნიგაზეულის ციხე 3..jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება