ოთოლთას ციხე
ოთოლთას ციხე არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში. ციხე აღმართულია მდინარე ჭვანისწყლის და მისი მარჯვენა შენაკად ოთოლთისწყლის შესართავში, მთავარ ანგელოზის წვერზე. ციხის ხედიდან მოჩანს გაშლილი ტერიტორიები. იგი როგორც სხვა დანარჩენი ციხეები დიდ როლს თამაშობდა აჭარისწყლის ხეობის დაცვის სისტემაში.
ოთოლთას ციხის აშენების დროდ მიჩნეიული იყო XI-XII საუკუნეები, როგორც სხვა მრავალი ციხისა, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შემდეგ აღმოჩნდა რომ ის ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ. V-IV საუკუნეებში უნდა გამოეყენებინად. ციხის ტერიოტიაზე აღმოჩენილია 3 დიდი ზომის ქვევრი, დოქები, ქოთნები, სასმისები, ჯამები, დისკოსებური ფორმის ნივთები, ჭურჭლის ნიმუშები და მოჭიქული კერამიკის ნატეხები.
ამ ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია წყლის რეზერვიუარები, რომლითაც ხდებოდა ოთოლთას ციხის წყლით მომარაგება.