საღორეთის ციხე
საღორეთის ციხე არის კიდევ ერთი ტურისტული ლოკაცია აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში. იგი მდეობარეობს სოფელ პირველ მაისში მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირზე. მისი დანიშნულება, როგორც უმეტესი ციხე-სიმაგრეების დანუშნულება ქედის მუნიციპალიტეტში იყო სავალი გზების კონტროლი. ის აშენებულია მაღალ კლდეებზე, სწორედ ამიტომ ის შესაძლებლობას აძლევდა გზებზე სრული კონტროლისთვის.
საღორეთის ციხე-სიმაგრე თარიღდება XII-XII საუკინით. ციხეში მისასვლელი მხოლოდ ერთი გზა არსებობს ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან. ციხე-სიმაგრის ფართობი 200 მეტრ კვადრატს შეადგენს. სამწუხაროდ დღეს-დღეობით შემორჩენილია ციხე-სიმაგრის მხოლოდ კოშკის ნაწილი და ოვალისებური ფორმის გალავნის კედლის ნაწილი. შემორჩენილი გალავნის სიმაღლეა 2.10 მეტრი. კოშკის დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილია 3 ფოსო, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს რომ კოშკს ჰქონდა სხვა სართულებიც. საღორეთის ციხის შიდა ნაწილი ამოვსებულია მიწითა და ნანგრევებით.