საქმიანი ტურიზმი
ქედის მუნიციპალიტეტი

ცივასულას ციხე

ცივასულას ციხე 1..jpg

ქედის მუნიციპალიტეტი უამრავ ღირსშესანიშნაობას ინახავს. აქ მრავალად არის ციხე-სიმაგრეები. მათი ძირითადი აშენების მიზეზია სტრატეგიული გათვლა, რათა კარგად გაეკონტროლებინათ გამავალი გზები, კერძოდ ცივასულას ციხე აგებულია აჭარისწყლის ხეობასა და აგარისწყალზე არსებული გზების კონტროლი.

ცივასულას ციხე მდებარეობს აგარის ღელესა და აჭარისწყლის შესაყარში. იგი აგებულია მაღალ კლოდავან კონცხზე და ის მასზე აძვლა რთულია და მიუვალი. მასზე მოხვედრა მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან ვიწრო ბილიკის გავლით არის შესაძლებელი.

უსწორმასწორო წყობით, ქვითკირითა და ფლეთილი ქვით ნაგები ციხე-სიმაგრე მცირე ზომისაა და ის ძლიერ არის დაზიანებული, შემორჩენილია მხოლოდ 2 კედელი. კედლების სიმაღლეები დაახლოებით 5.5 მეტრის სიმაღლისაა. ცივასულას ციხეში აღმოჩენილია სხვადასხვა ნაგებობეის ნაშთები მაგალითად ფოსოები, წყლის რეზერვუარი , გალავანი, სათოფური და სხვ.

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება