საქმიანი ტურიზმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მაჭახელას თოფის გზა

მტირალას საფეხმავლო მარშრუტი.jpg

კიდევ ერთი ტურისტული მარშრუტი, რომელიც მოიცავს სპორტული აქტივობებისა და ღირსშესანიშნაობების მონახულებისა და აღმოჩენის სინთეზს არის მაჭახელას თოფის გზა.

ეს მარშრუტი იწყება ბათუმიდან და მიუყვება ბათუმი-ახალციხის გზატკეცილს. შემდეგ სოფელი აჭარისწყლიდან გზა მიემართება მდინარე ჭოროხისა და მაჭახლისწყლის შესართავთან. გზასთან ახლოს და ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე შეხვდები ხეობაში არსებულ მაჭახელას თოფისა და საოჯახო ხანჯლებით, ასევე კულტურულ-ისტორიული ძეგლებით, ჩანჩქერებითა და ეროვნული პარკით სავსე ტერიტორიებს. 

მაჭახელას მარშრუტი საშუალებას გაძლევს მოინახულო “თოფი მაჭახელას” მონუმენტი, გვარას ციხე, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი, ცხემლარას თაღოვანი ხიდი, ასევე ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.

ხეობაში შესაძლებლობა გექნება მოინახულო მაჭახელას ეროვნული პარკი, რომელიც ზღვის დონიდან 300-350 მეტრზე მდებარეობს. აქვე შესაძლებელია ადგილობრივ სასტუმროებში განთავსება და ტრადიციული კერძების დაგემოვნება. 

გაზიარება