ორნამენტების მუზეუმი
ორნამენტების მუზეუმი
შუახევის მუნიციპალიტეტის მუზეუმი მრავალ ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ექსპონატს ინახავს. ისინი ერთმანეთისაგან საკმაოდ გამორჩეული და საინტერესოა. თუ აჭარის კულტურის აღმოჩენა ან შესწავლა გინდა აუცილებლად უნდა გამოყო ნახევარი საათი და ესტუმრო მუზეუმებს მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას.
ეთნოგრაფიული და ყოფაცხოვრების ამსახველი ნიმუშების გარდა მუზეუმი ასევე ინახავს უძველეს ორნამენტებს. მაგალითად ნიგაზეულის სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულია და შემონახულია ძველი ორნამენტები. მუზეუმი დაარსდა 2003 წელს, აქ დაცულია 367 ექსპონატი. ნიგაზეულის მუზეუმში შეგხვდება ულამაზესი ხალიჩები თავისი ორნამენტებით, ასევე ტილოზე და თეთრეულზე დატანილი გეომეტრიული ნახატები და ყვავილების გამოსახულებები. გეომეტრიული ორნამენტები ასევე შეგხვდება წინდებზეც, რომლებიც ასევე ამ რეგიონში არის მოქსოვილი. მუზეუმები საუკეთესო საშუალებაა რეწვის ნაწარმის დასათვალიერებლად.
შემდეგი მუზეუმი, სადაც ასევე შეხვდები ძველ ქართულ და აჭარულ ორნამენტებს არის ოლადაურის მუზეუმი. იგი 1996 წელს დაარსდა. მასში დაცულია 1850 ისტორიული ექსპონატი. მათ შორის არის ეთნოგრაფიული მასალები, ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები, ფოტომასალა და სხვ.
შუახევის მუნიციპალიტეტის შემდეგი მუზეუმები, სადაც წარმოდგენილია რეგიონის რეწვის ნაწარმი, თავისი ულამაზესი ორნამენტების ნიმუშებით არის ხაბელაშვილების ეთნოგრაფიული მუზეუმი და კვიახიძეების ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. ხაბელაშვილების მუზეუმი დაარსდა 2017 წელს, აქ დაცულია 181 ექსპონატი. რაც შეეხება კვიაძეების მუზეუმს იგი დაარსდა 1998 წელს, მასში წარმოდგენილია 1496 ექსპონატი.