საქმიანი ტურიზმი
ხულოს მუნიციპალიტეტი

შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი

შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი 1..jpg

ხელოვნებისა და კულტურის მოყვარულთათვის აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთაში, მდინარე სხალთისწყლის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი. იგი მოწყობილია მისსავე საცხოვრებელ სახლში, რომელიც მისი პროექტით იქნა აშენდა 1873 წელს.

ხიმშიაშვილების სახლ-მუზეუმში წელიწადში ორჯერ იმართება ხულოს სამხატვრო გალერეის და მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატებისა და ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. აქ ასევე ხშირად ეწყობა კინო-ფილმების ჩვენება და განხილვა. მუზეუმის სივრცეში ტარდება კონფერენციები და ლექციებიც.

აღსანიშნავი ფაქტია ის რომ მათ სახლ-მუზეუმში 535 კოლექციაა განთავსებული. მათ შორისაა: ფერწერული ნამუშევრები, სკულპტურები, ნუმიზმატიკა, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, საყოფაცხოვრებო და ეთნოგრაფიის სხვადასხვა მასალები, ასევე ფოტო-მასალები, დოკუმენტები, სამეცნიერო და დამხმარე ლიტერატურა და სხვ. სახლ-მუზეუმში ასევე შემონახულია ხიმშიაშვილების საგვარეულო, საოჯახო და ყოფით ნივთებს.

გალერია

შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი 4..jpgშერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი 3..jpgშერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი 2..jpg

რუკაზე ნახვა

image

გაზიარება