გონიოს სანაპირო
ბათუმიდან 15 კილომეტრით დაშორებული გონიოს სანაპიროს მრავალი ვიზიტორი სტუმრობს. იგი მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა მხარეს. Გონიოს სანაპირო გამჭირვალე წყლით გამოირჩევა. დაივინგის მოყვარულებს მისი ღრმაფსკერიანი სანაპირო იზიდავს.
გონიოს სანაპირო ერთ-ერთი გამორჩეულია იმ სანაპიროებიდან, სადაც შეძლებ განტვირთვას მზის აბაზანების მიღებასა და შავ ზღვაში გაგრილებას. ამჟამად გონიო-კვარიათში საკურორტო ზონის შესაფერისი კარგად გამართული ინფრასტრუქტურა არსებობს. სანაპიროები კეთილმოწყობილია, მრავლად არის კაფეები, ბარები, მაღაზიები. ბოლო წლებში გონიო-კვარიათში აშენდა უამრავი სასტუმრო და ჰოსტელები, რომელთაგან ზოგი ზღვის პირას მდებარეობს და აქვს საუკეთესო ხედები, ზოგიც ფერდობებზეა გაშენებული.
გონიოს შესასვლელთან ანტიკური ხანის გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე დგას. Გონიოს ციხესიმაგრე რესტავრირებულია და საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ უძველეს ნაგებობას წარმოადგენს.
გარდა იმისა რომ გონიოს სანაპიროზე დროის კარგად გატარებას შეძლებ, ის ასევე გამოირჩევა მისი სამკურნალო თვისებებით. განსაკუთრებით კარგია ნერვული სისტემისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. გონიოს სანაპიროს ზოლი მოქცეულია ზღვასა და მთას შორის, სწორედ ამიტომ ამ ტერიტოტიაზე იქმნება განსაკუთრებული ჰავა, რაც ნებისმიერი დამსვენებლისთვის სასარგებლოა.